ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას?

როგორც დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას? - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

ნაცვლიშვილმა კობახიძეს ასევე სთხოვა, რომ ნუ დაიყვანდა ამ საკითხს ტექნიკურ დეტალებამდე, რომ პრემიერ-მინისტრი ხმას არ მისცემს კანონს და აღნიშნა, რომ ეს ყველამ ისედაც იცის.

„ბატონო ირაკლი, თქვენთან მხოლოდ ორი კითხვა მექნება. როგორც დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას? გთხოვთ, ნუ დაიყვანთ ამას ტექნიკურ დეტალებამდე, რომ პრემიერ-მინისტრი ხმას არ მისცემს კანონს - ეს ყველამ ვიცით. თუ გახდებით პრემიერ-მინისტრი და პარლამენტში დაინიცირდება რუსული კანონის მსგავსი შინაარსის მქონე კანონი, მხარს დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ?

კითხვა მეორე, თქვენი პროგრამა ატარებს ასეთ სახელწოდებას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საკვანძო რეკომენდაცია 9 რეკომენდაციას შორის არის დეოლიგარქიზაცია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, თეორიულად მაინც, პრემიერმა, რომელსაც არამხოლოდ არაფორმალურად, არამედ ფორმალურად ასახელებს, როგორც თქვენი პარტიის წესდებაში განხორციელდა ცვლილება, ადამიანი, რომელსაც ევროპის პარლამენტი რუს ოლიგარქს უწოდებს, ასეთი რუსი ოლიგარქის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრი შეძლებს თუ არა მოახდინოს დეოლიგარქიზაცია და წაიყვანოს ეს ქვეყანა ევროპისკენ?“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე