ვახტანგ მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძეს - ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს?

სისუსტედ არ მინდა ჩამეთვალოს, არსებულ ბარიერს უკვე შეგუებული ვართ, მაგრამ შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს? - ამ კითხვით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მიმართა.

მეგრელიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ტელევიზიებში ერთმანეთთან დებატებში მონაწილეობას არ იღებენ.

„ბატონო ირაკლი, მადლობა მინდა გითხრათ, გუშინ პასუხი რომ გამეცით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ თქვით, „ქართული ოცნება“ ეკლექტიკური პარტიააო, რადგან ეკლექტიკური პარტიაა, კონკრეტულად უნდა გკითხოთ, იდეიდან გამომდინარე ვერ გამოვიცნობ, ამიტომ თქვენი პასუხი მჭირდება. როგორც ხედავთ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება შეცვლილია, სხვანაირად იქცევა, გუშინ ერთ-ერთი ძალიან კარგი განცხადება გააკეთეთ, როცა თქვით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის მტრობას არ ნიშნავსო, ჰოდა, ეს კომბინაციაში დეპოლარიზაციისკენ მიმართული განცხადებებია, საქმის თვალსაზრისით რომ წარმოვიდგინოთ, ორი რაღაც მგონია მნიშვნელოვანი. პირველი, დაიწყოს მართლა საუბარი, დებატები. ჩვენი მთავარი პრობლემაა, ცალ-ცალკე ვსხედვართ და ერთმანეთს ვლანძღავთ, თქვენი ტელევიზიები გაიხსნება თუ არა ოპოზიციისთვის დებატებისთვის, ერთი ეს კითხვა მაქვს.

მეორე კითხვა ასევე დეპოლარიზაციას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ოპოზიცია განადგურებულიაო, თქვენ გაქვთ ნათქვამი, თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, ბარიერს დავწევთო. სისუსტედ არ მინდა ჩამეთვალოს, არსებულ ბარიერს უკვე შეგუებული ვართ, მაგრამ შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს? ეს კითხვები მქონდა, დაგვპატიჟებთ ტელევიზიაში თუ არა, დაწევთ თუ არა ბარიერს?“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება