ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის ანგარიშზე - ეს იყო განცხადება: „რადიკალებო, ყველა კუთხისა, შეერთდით, მე თქვენთან ვარ“ - დემორალიზებული, დაშლილი და მორღვეული ოპოზიციის შეკოწიწების შემოძახილი მოვისმინეთ

ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები, მოვისმინეთ არა ანგარიში, არამედ, ერთ-ერთი ოპოზიციონერის პოლიტიკური განცხადებები, რომ „რადიკალებო, ყველა კუთხისა, შეერთდით, მე თქვენთან ვარ“ - დემორალიზებული, დაშლილი და მორღვეული ოპოზიციის შეკოწიწების შემოძახილი და ერთგვარი გამხნევება მოვისმინეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში შეაფასა.

მისივე თქმით, ეს იყო სალომე ზურაბიშვილისგან ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებისკენ მოწოდება, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციონერის განცხადებას ჰგავდა.

„დემორალიზებული, დაშლილი და მორღვეული ოპოზიციის შეკოწიწების შემოძახილი და ერთგვარად გამხნევება და მოწოდება მოვისმინეთ იმ ტრიბუნიდან, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმისთვის, რომ მას ქართველი ხალხისთვის ეთქვა თუ რა გააკეთა იმ ხალხისთვის, რომელმაც მხარი დაუჭირა და პრეზიდენტად აირჩია. ასეთი, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ, მაგრამ მოვისმინეთ ამ ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებისკენ მოწოდება, რომელიც ნამდვილად ჰგავდა ერთ-ერთი ოპოზიციონერის წარმომადგენლის განცხადებას,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება