რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი განაგრძობს, ცესკო-მ სამ კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი განაგრძობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი და „კომუნისტური პარტიის“ წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი სამ კანდიდატს განუცხადა: ბლოგერ რადა რუსკიხს, „რუსეთის კომუნისტების“ კანდიდატს, სერგეი მალინკოვიჩს და „სამოქალაქო ინიციატივის“ კანდიდატს ბორის ნადეჟდინს. უარის მიზეზი, ცესკო-ს მტკიცებით, ის იყო, რომ კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ წარადგინეს.

ამრიგად, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 10 თებერვალს სრულდება, წარმატებით მხოლოდ სლუცკიმ, ხარიტონოვმა, პუტინმა და დავანკოვმა გაიარეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება