ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსები ავდიივკას დიდი ძალებით უტევენ

რუსები ავდიივკას დიდი ძალებით უტევენ, - ამის შესახებ ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, მტერი ზეწოლას ყველა მხრიდან ახორციელებს. არ არსებობს ჩვენი ქალაქის არც ერთი ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად მშვიდია. ისინი შეტევას დიდი ძალებით ახორციელებენ“, - განაცხადა ვიტალი ბარაბაშმა.

ბარაბაშმა აღნიშნა, რომ რუსები შეტევებს საჰაერო დარტყმების, არტილერიისა და ქვეითების გამოყენებით ახორციელებენ, რადგან რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკა რბილ ნიადაგზე ვერ გადაადგილდება.

„ზოგიერთი მიმართულებით სიტუაცია უბრალოდ დაუჯერებელია“, - აღნიშნა ვიტალი ბარაბაშმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს