ანა წითლიძე ირაკლი კობახიძეს - თქვენ გახდებით იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები, ყოველ მეექვსეს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში 35% ბავშვების შიმშილობს

ანა წითლიძე ირაკლი კობახიძეს - თქვენ გახდებით იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები, ყოველ მეექვსეს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში 35% ბავშვების შიმშილობს

თბილისი. 8 თებერვალი. „ინტერპრესნიუსი“ - თქვენ გახდებით იმ ქვეყნის პრემიერ - მინისტრი, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები, ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი და სადაც საჯარო სკოლებში 35% ბავშვების ჯერ კიდევ შიმშილობს, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მისივე თქმით, ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი არის მთავარი გამოწვევა.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ სიღარიბე არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა. გეთანხმებით ამაში და დავამატებ, რომ ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი არის მთავარი გამოწვევა. არ მომბეზრდება ათასჯერ და მრავალჯერ ვიკითხო სკოლაში უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ გახდებით იმ ქვეყნის პრემიერ - მინისტრი, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები და ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში 35 პროცენტი ბავშვების ჯერ კიდევ შიმშილობს. მე ვიცი, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და განათლების მინისტრისგან ჩვენ მივიღეთ პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობენ ამ თემაზე, მაგრამ მინდა გკითხოთ, კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? მეორე საკითხი, რაზეც მინდა გკითხოთ, ეს არის რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება ქვეყანაში, თქვენ მათ შორის ავტორი ხართ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და ძალიან კარგად გესმით დეცენტრალიზაციის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებზე, თქვენ აღნიშნეთ მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამა და თქვით, რომ ძლიერი სოფელი მნიშვნელოვანია, ამაშიც დაგეთანხმებით, მაგრამ იმისისთვის, რომ სოფელი იყოს ძლიერი და იმისთვის, რომ რეგიონები განვითარდეს, ეკონომიკურად შეიქმნას სამუშო ადგილები და ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ადგილებზე ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საბოლოოდ დაიწყოს და დასრულდეს რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფისკალურ დეცენტრალიზაციას. მე ვიტყვი იმასაც, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერი არის ძალიან კარგი, ამაში დაგეთანხმებით. პირდაპირი წესით არჩეულ მერებს მნიშვნელოვანია, რომ თვითონვე ჰქონდეთ ბერკეტი, მათ შორის ფინანსური, რომელიც მოიტანს უფრო მეტ განვითარებას რეგიონში, ამიტომაც ამაზე კონკრეტული პასუხი რომ გვითხრათ, როდის დაიწყება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!