„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ შეფასებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას

„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ შეფასებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე არჩევის ცვლილებები საშუალებას აძლევს მმართველ პოლიტიკურ პარტიას სრულად გააკონტროლოს საარჩევნო ადმინისტრაცია.

„საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე არჩევის ცვლილებები საშუალებას აძლევს მმართველ პოლიტიკურ პარტიას სრულად გააკონტროლოს საარჩევნო ადმინისტრაცია.

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესში ცვლილებების შეტანას.

ცვლილებებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და წევრების არჩევის/დანიშვნის პროცესში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ მონაწილეობს არჩევის/დანიშვნის პროცესში. ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და წევრების წარდგენის უფლებამოსილებას.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების პაკეტის მიხედვით, პრეზიდენტის მონაწილეობა პროცესში არის ფორმალური, რადგან პარლამენტის თავჯდომარის მიერ წარდგენილი კანდიდატები საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს 76 დეპუტატის ხმათა უმრავლესობით. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში, როდესაც პარლამენტი ვერ შეძლებს 76 დეპუტატის ხმების მობილიზებას წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე არჩევის ცვლილებები საშუალებას აძლევს მმართველ პოლიტიკურ პარტიას სრულად გააკონტროლოს საარჩევნო ადმინისტრაცია. აღნიშნული ასევე ეწინააღმდეგება ევრომისიის მეოთხე დათქმას თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ამავდროულად, მმართველი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის და ეუთო ოდირის რეკომენდაციებით, საქართველოს პრეზიდენტს უნდა შეუნარჩუნდეს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე არჩევის პროცესში რეალური მონაწილეობის მექანიზმები, რომლებიც მას გააჩნდა ცვლილებების ინიცირებამდე და ამადროულად საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა უნდა შეძლოს არა 76 დეპუტატის ხმათა უმრავლესობით, არამედ სულ მცირე 2/3-ის უმრავლესობით, რაც გაზრდის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების როლს ისეთი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და წევრი პირების არჩევაში, როგორსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს.

„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითრებას, თავისუფალი, თანასწორი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს არსებობს. ასევე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები აძლიერებს ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს და ამცირებს ნდობას, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასევე საარჩევნო პროცესის მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში