„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს სატენდერო გარანტიის მიღებას უმარტივებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ახალი ინიციატივების დანერგვას და კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. სერვისი, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს განახლებული პირობებით სთავაზობს, უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიაა. ეს სერვისი იმ ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

რა არის სატენდერო გარანტია? სატენდერო გარანტია აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. რადგან დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, ანაზღაურებს წინასწარ განსაზღვრული მოცულობის ზარალს და ტენდერის გამომცხადებელ ორგანოს კომპენსაციას უხდის.

როგორ გამარტივდა მისი მოთხოვნა?

სატენდერო გარანტიის მიღება აქამდე რამდენიმე პროცესთან იყო დაკავშირებული. მის მისაღებად ბანკში ვიზიტი, დოკუმენტაციის წარდგენა, განაცხადის განხილვა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო საჭირო.

ამიერიდან კი, „საქართველოს ბანკში“ ეს პროცესი სრულად გაციფრულდა და უზრუნველყოფის გარეშე, 15 000 ლარის ფარგლებში გარანტიის მიღება სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკშია შესაძლებელი.

შემცირდა დოკუმენტის მიღების ვადებიც - ახლა პროცესი ავტომატიზებულია და გარანტიის დამტკიცებას სამუშაო დღეებში სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება.

როგორია განახლებული პირობები?

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკში გარანტიის ციფრულად მიღებისას განახევრებული საკომისიო მოქმედებს. გარანტიის ლიმიტი კი 15 000 ლარამდეა.

თუ თანხა 5000 ლარი ან ნაკლებია, ფიქსირებული საკომისიო 50 ლარია (100-ს ნაცვლად);

თუ თანხა 5000-დან 10 000 ლარამდეა, ფიქსირებული საკომისიო 100 ლარია (200-ის ნაცვლად);

თუ თანხა 10 000-დან 15 000 ლარამდეა, ფიქსირებული საკომისიო 125 ლარია (250-ის ნაცვლად).

აღსანიშნავია, რომ სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის.

სატენდერო გარანტიის მოთხოვნა მარტივად ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შეგიძლიათ, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში, შეგიძლიათ გახსნათ ონლაინ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე