ოლაფ შოლცი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაეხმარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს ტერიტორიები ძალის გამოყენებით, შეიძლება გახდეს გეგმა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ის, რის გამოც აშშ და ევროპა უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას“, - წერს ოლაფ შოლცი სტატიაში, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

„ჯერჯერობით, ბატონმა პუტინმა ვერ მიაღწია ომის ვერცერთ მიზანს. მას ეგონა, რომ ორ კვირაში შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება. ორი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ შორს არის ამის მიღწევისგან და უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას. ეს არის უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგი, მაგრამ ეს ასევე არის დასავლეთის ფისკალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგი“, - აცხადებს შოლცი.

ის ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას.

„ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს. ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინას შესაძლოა იარაღისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნას. ზოგიერთი ფინანსური ვალდებულება უკვე ამოიწურა, ზოგი კი გახანგრძლივებას საჭიროებს. ბატონი პუტინის აგრესიის შეჩერების მარცხის გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები შეაჩერებს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ“, - აცხადებს შოლცი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე