ირაკლი კობახიძე - პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას

გასულ წელს პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ზრუნვის ხარისხი მოქალაქეებზე თვისებრივად გაუმჯობესდა.

„გასულ წელს პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას. დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თვისებრივად გაუმჯობესდა სახელმწიფოს ზრუნვის ხარისხი ჩვენს მოქალაქეებზე. საბოლოო ჯამში, ეს თანხები ჩვენს მოქალაქეებთან მიდის. არ ვიცი, როდესაც გადასინჯვის პროცესები გაგრძელდება როგორ აისახება ბაზებზე. საბოლოოდ, ის თანხები, რაც გამოყოფილია მოქალაქეებამდე მიდის“, - აღნიშნა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში