ირაკლი კობახიძე - იყო საუბარი საპენსიო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს - ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ

საუბარი იყო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, სადაც ეს შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაგეგმილია და ყველა საკითხი განხილული იქნება.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით. პარლამენტში ეს დაგეგმილია, ბატონმა ირაკლი ზარქუამ ეს განაცხადა, ყველა შესაბამისი საკითხი იქნება იქ განხილული, მათ შორის, იყო საუბარი სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, სადაც ეს შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. მთავარია, რომ პარლამენტიდან წინადადებები მივიღოთ, ჩვენც აქტიურად ვიქნებით ჩართული, რაც შეიძლება გაკეთდეს ჩვენი პენსიონერებისთვის, რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი მიდგომა, დანარჩენი წინადადებებს დაველოდებით და ჩვენც აქტიურად ვიმუშავებთ ამ თემაზე.

რაც შეეხება დევნილების დახმარებას, ეს არის 45-ლარიანი დახმარება, თუმცა, ამის მიღმა, დევნილები სარგებლობენ, ვინც ამას საჭიროებს, სხვადასხვა პაკეტებით, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და რეკომენდაციაა. უმჯობესია, დახმარება არა სტატუსზე, არამედ კონკრეტულ საჭიროებებზე იყოს მიბმული, ასე უნდა გაგრძელდეს, მთავარია, ვისაც სათანადო საჭიროება აქვს, ყველა შესაბამისი სახსრებით იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე