ირაკლი კობახიძე - არავის ჩართულობით აღარასდროს მოვაწერთ ხელს 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას - სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით

არასდროს, აღარასდროს მოვაწერთ ხელს [19 აპრილის] მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გაირკვა რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს „თურმე, 19 აპრილის შეთანხმება არ მოსწონთ“.

„დღეს გაირკვა, რომ, თურმე, არ მოგწონთ 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არასდროს, აღარასდროს არ მოვაწერთ ხელს მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით, დაჟინებით". "ჩვენ მოგვიწია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ გპირდებით, აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური შეთანხმებიდან გასვლას. რამდენმა უცხოელმაც არ უნდა მოითხოვოს, თუ საქმე ეხება კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩვენთვის მომავალში კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი ასეთი თავსმოხვეული შეთანხმება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს