ირაკლი კობახიძე - ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე - მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა

ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის იმავდროულად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, თუ ვინმეს მიეცემა ცესკოში საბოტაჟის უფლება, არაფერს აღარ ექნება ფასი, შესაბამისად, მიღებული უნდა იქნას სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაში მყოფი კანონის მიღება.

„რაც შეეხება 12 პუნქტს და შემდეგ 9 პუნქტს, რამდენი პუნქტი შევასრულეთ ამაზე იყო უამრავი სპეკულაცია. სინამდვილეში, მოხდა რა - ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის, პარლამენტში უამრავი კანონი მივიღეთ და საბოლოო ჯამში, დღეს გვთხოვენ თუ არ ვცდები 2 პაკეტის მიღებას, მხოლოდ 2 კანონის მიღებას, საიდანაც ჩანს, რომ, თვისობრივად, იმ 12 პუნქტიდან არის ყველაფერი შესრულებული, რისი შესრულებაც შეიძლებოდა იმ კონკრეტულ მომენტამდე. რაც შეეხება ახალ პუნქტებს - კონკრეტულად ცესკოს თემაზე იყო საუბარი. აქ იცით პირადად ჩემი პოზიციაც და იცით ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, რასაც ვერავინ დაუპირისპირა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტები. ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის, იმავდროულად, ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. როგორ შეიძლება რაიმე სამართლებრივ ლოგიკაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო სუვერენიტეტი და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად სამართლებრივად გამართული და რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თუ ვინმეს მივცემთ ჩვენ ცესკოში საბოტაჟის საშუალებას, არაფერს აღარ ექნება ფასი. ვიღაცებს შეიძლება ეს უნდათ, მაგრამ ცესკო უნდა მუშაობდეს გამართულად. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?