საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„წელს, უკვე მეორედ, აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. 2023 წელს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ფაკულტეტების დღის აღნიშვნის ტრადიციას. წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ ფორმატში წარვსდგეთ ერთმანეთისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ერთი წლის განმავლობაში ფაკულტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია. რექტორის მხარდაჭერით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნდა ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. რექტორისავე ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩვენთან უკვე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი - ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. მეუფის ხელმძღვანელობით განხორციელდა ისტორიულ საქართველოში, ლორე-ტაშირში ექსპედიცია, ხოლო ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტმა სამი ექსპედიცია, მათ შორის, ერთი საერთაშორისო, ორი საქართველოში, განახორციელა. ღონისძიებას ესწრება ჩვენი მეგობარი დავით ნარმანია, რომელმაც თბილისის მერობის დროს თბილისის ზღვის არქეოლოგიური გამოკვლევას ჩაუყარა საფუძველი. ჩვენმა სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა კვლევის დროს სკვითი მეომრის სამარხი გახსნეს. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩავატარეთ 4 საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო და საბუნებისმნეტყველო დარგებთან ერთად წარმატებით ვითარდება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეს უკვე საერთაშორისო ასპარეზეც ცნობილი და აღიარებულია, რაც დიდი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, ფაკულტეტს“, - განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ლაბორატორიაში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიცაა.

„8 თებერვალი წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეა. სწორედ დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი დაარსების დღეს აღნიშნავს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, მინდა მრავალი წარმატება ვუსურვო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, განსაკუთრებით კი - სტუდენტებს და აქვე გავაჟღერო რექტორის ინიციატივა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტს, თითოეულ ფაკულტეტს, პირველ რიგში კი სტუდენტებს დიდ წარმატებას მოუტანს. ჩვენ გვყავს საუკეთესო მეცნიერები და მკვლევრები, რომელთა საქმიანობას იცნობენ საზღვარგარეთ, ამდენად რექტორის სურვილია ფაკულტეტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობლები და მომავალ წელს საერთაშორისო აკრედიტირებული და ორმაგდიპლომიანი პროგრამები შესთავაზონ ახალ თაობას. ეს არც თუ ისე რთულია, იმ ფონზე, როცა დავით გურგენიძის დამსახურებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. წარმატებები მინდა გისურვოთ“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ პროფესორები დავით ნარმანია და გურამ ჯოლია, ასოცირებული პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე. მადლობის სიგელები გადაეცათ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი