სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ

ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სი ძინპინმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები უნდა დაიცვან.

სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა გარე ძალების საშინაო საქმეებში ჩარევას მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. ასევე, თანამშრომლობის ახალი დინამიკა განავითარონ და სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა შეინარჩუნონ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს