GITA -სა და Partisia Blockchain- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Partisia Blockchain- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ორმხრივი შეთანხმების მთავარი მიზანია, საქართველოში მრავალმხრივი გამოთვლითი (MPC) და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციების ხელშეწყობა.

„მემორანდუმის ფარგლებში, GITA და Partisia Blockchain მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, რაც, ერთის მხრივ, გულისხმობს Partisia Blockchain-ის აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას ქართულ ბლოკჩეინსა და Web3 ეკოსისტემაში, მეორეს მხრივ კი, Partisia Blockchain თავის რესურსებს გაუზიარებს GITA-ს პროგრამების ფარგლებში აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ პირებს, საჭიროებისამებრ გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით.

Partisia Blockchain აქტიურად ჩაერთვება GITA-ს საგანმანათლებლო პროგრამებშიც და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.

ნაყოფიერი თანამშრომლობის მიზნით, GITA ასევე იქნება შუამავალი Partisia Blockchain-სა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის, როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან, ისე აკადემიურ წრეებთან. დაიგეგმება blockchain/Web3.0-ის რეგიონული ერთობლივი ღონისძიებები.

Partisia Blockchain-ი კონფიდენციალურობის დაცვის, ურთიერთთანამშრომლობისა და მდგრადი ბლოკჩეინის გადაწყვეტილებების ლიდერია, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულ, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ მმართველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია