რომან გოცირიძე - პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა - განსხვავება იყო ემოციაში, ის პრემიერი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად

განსხვავება ემოციაში იყო. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს კი უფრო მშვიდად და პრაგმატულად, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამა იგივეა, ასევე, ანალოგიურია დაპირებები, რომლებიც არ სრულდება.

„პროგრამა იგივეა, აზრები იგივეა, სიტყვები იგივეა. სიცრუე. დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. ტრადიციულად, სიცრუეზეა აგებული. განსხვავება იყო ემოციაში. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად. ფორმით განსხვავებული და შინაარსით იგივე," - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ცესკოზე გავლენას კიდევ უფრო იძლიერებს.

"მაქსიმალურად ზღუდავს ოპოზიციის მონაწილეობას ამ პროცესში და რეალურად, კიდევ უფრო იძლიერებს ცესკოზე გავლენას," - აღნიშნა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება