რომან გოცირიძე - „მკვეხარა ქოთანი“ იკვეხნიდა, ოქროს ძირი მაქვსო, ჩაიხედა და თიხის ძირი ყოფილა - 11 წელი არის დაკარგული, დაკარგული შანსი, დაკარგული დრო, განიავებული ბიუჯეტი, მოპარული ფული

პარლამენტში რომ მოხვალთ და როდესაც დაიწყებთ მშპ-ის ზრდაზე საუბარს „მკვეხარა ქოთანივით“, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს მოგიყვანთ თქვენი მანიპულაციური მონაცემებისგან განსხვავებით, - ასე მიმართა "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

მან „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა, რომ სიტყვა ეკონომიკური ზრდა საპარლამენტო ტრიბუნასთან აღარ ახსენონ, რადგან, გოცირიძის თქმით, მსგავსი არაფერი ყოფილა.

„ხომ იცით, სკოლაში ასწავლიდნენ „მკვეხარა ქოთანი“ იკვეხნიდა, ოქროს ძირი მაქვსო, მერე ჩაიხედა და ოქროს ძირი კი არა, ჩვეულებრივი თიხის ძირი ყოფილა. როდესაც პარლამენტში მოხვალთ და დაიწყებთ მშპ-ის ზრდაზე საუბარს „მკვეხარა ქოთანივით“, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს მოგიყვანთ თქვენი მანიპულაციური მონაცემებისგან განსხვავებით. ამ დარბაზში არასდროს წამოგცდებათ სიტყვა ეკონომიკური ზრდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 4,4%-ით. ჩაიხედეთ სტატისტიკაში, სტატისტიკამ ალბათ წაგიმატათ 1-2%”, - მიმართა გოცირიძემ კობახიძეს.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ მათი მმართველობის დრო უნდა დასრულდეს.

„11 წელი არის დაკარგული წელიწადი, დაკარგული შანსი, დაკარგული დრო, განიავებული ბიუჯეტი, მოპარული ფული, დანგრეული გზები, დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურა, დროზე უნდა წახვიდეთ!“, - მიმართა გოცირიძემ უმრავლესობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება