ბექა ოდიშარია - დღეს „ქართული ოცნება" არის შეკრული ოჯახი, რომელიც მზად არის გამოწვევებთან გასამკლავებლად

წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს მის კაბინეტთან ერთად, როგორც ამ მოწვევის, ისე 2024-2028 წლების განმავლობაში. მადლობა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენისათვის. დღეს „ქართული ოცნება" არის შეკრული ოჯახი, რომელიც მზად არის გამოწვევების გასამკლავებლად, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა და ასევე, მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის პრემიერობის დროს საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„უკანასკნელ ხანს, ოპოზიციამ განსაკუთრებულად დიასპორა ამოიღო მიზანში. არა მასზე ზრუნვის გამო. ეს ხალხი დიასპორისადმი მიძღვნილ დღეზეც არ მინახავს ბოლო 6 წლის განმავლობაში. მათ აქვთ რევანშის სურვილი და ძალაუფლებაში დაბრუნების დაუდგრომელი ჟინი და ამ მიზნის მისაღწევად სურთ ჩვენი გულანთებული პატრიოტი დიასპორელების გამოყენება.

გაძლევთ პირობას, რომ არ დავუშვებთ დიასპორის მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებას. სამაგიეროდ, გავაკეთებთ ყველაფერს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, ახალ რედაქციაში, რომელიც სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ არის შედგენილი, მე-5 მუხლში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, რომელიც გვავალდებულებს ვიზრუნოთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, ვიზრუნოთ სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ასევე, არ დავუშვებთ არც მათი და არც საქართველოს მოსახლეობის ხელოვნურად შეცდომაში შეყვანის მცდელობას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში