მაკა ბოჭორიშვილმა ევროინტეგრაციის საკითხზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ (SEU) ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე: „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ რეალობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე და მის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ როლზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ხაზი გაუსვა აკადემიური წრეების და დარგის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობას ტრანსფორმაციის პროცესში.

კონფერენციაში იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები საქართველოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე