დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ის ერთი კონკრეტული მოქალაქეა, ეს არ არის ევროპა, მეგობრებო - წინა 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ, როგორმე ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ

ევროპისკენ არ მივდივართ, სხვაგან მივდივართ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ეს ერთი კონკრეტული მოქალაქეა.

„ოპოზიციის სისუსტის გამო, კორუფციაში ჩაფლული მმართველი გუნდისაგან ქვეყნის გადასარჩენად მესამედ შემობრუნდა მმართველი და მას ვეცით თაყვანი, ამ ნაბიჯისთვის, ეს არის მესიანიზმის შედეგი. ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს, ყველა დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ერთი კონკრეტული მოქალაქეა, ეს არ არის ევროპა, მეგობრებო. ამით ევროპისკენ არ მივდივართ, სხვაგან მივდივარ.

თუ სააკაშვილი 12-ჯერ არასწორად გაფრინდა ბიუჯეტის ხარჯებით და ღარიბაშვილი 2-ჯერ ეს არ ნიშნავს , რომ „ქართული ოცნება“ 6-ჯერ უკეთესია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ . აქ პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რა დაარღვია, პრობლემა იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში მთელი სახელმწიფო სისტემა მობილიზებული იყო ამ დარღვევების ჩაფარცხვისთვის და მიჩქმალვისთვის, ეს არის ქვეყნისთვის სავალალო, ამიტომ უნდა შეიცვალოს ასეთი სისტემები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ - „ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ როგორმე, მერე დაიწყება აღმშენებლობა“.

„ძალიან ბევრ გულანთებულ ახალგაზრდას ვიცნობდი ერთი ხელისუფლებიდანაც და მეორიდანაც - გამინისტრებამდე და გაპარლამენტის წევრობამდე. გამორჩეულებს, შრომისმოყვარეობით, იდეებით, სამოქალაქო პოზიციებით, პროფესიონალიზმით და ყველაფრით... მერე რა ხდება ხოლმე, რა გვემართება? სად მიდის ის კეთილშობილება და საიდან მოდის ის საოცარი ცინიზმი და ხელისუფლით თრობა? საქმე იმაშია, რომ ერის ეს გამორჩეული რესურსი, ისევ როგორც ასობით სხვა ადამიანი აღმოჩნდა მსხვერპლი საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმისა, იმ სისტემისას, რომელიც მათ ვრთავთ ხოლმე.

ამიტომ არის, რომ ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან და გულანთებული ადამიანების ახალ-ახალი თაობა ეწირება ამ სისტემას და ერი კატასტროფის წინაშეა. იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების, დიახ , „რუსული კანონის“ დამმარცხებლები ახალგაზრდების თვალებში არ ჩაქრეს სათნოების, კეთილშობილების, იმედის სხივები, ძირფესვიანად უნდა გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა. „ოცნების“ დამარცხება არ არის საკმარისი, ისევე როგორც არ აღმოჩნდა „ნაცების" დამარცხება საკმარისი. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ თანამედროვე, ევროპული და არა სხვაგვარი სახელმწიფოებრიობა.

ამ გზაზე, სამწუხაროდ, წინა 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ, ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ როგორმე, მერე დაიწყება აღმშენებლობა“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია