გიორგი ვაშაძე -  საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული

საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ამით მან ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება შეაფასა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ყოველწლიურად ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას, უმუშევრობა და დაბალი ხელფასებიც ერთვის.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანაში სრული სტაგნაცია მოიტანა.

“საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. საქართველოში დღეს ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა და დაბალი ხელფასები. ამასობაში, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ვითარდებიან.

ჩვენს ქვეყანაში კი არის სრული სტაგნაცია, რომელიც მოიტანა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოში. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ უგულებელყო ხალხი.

მათ გაიუმჯობესეს საკუთარი მდგომარეობა თქვენი, ქართველი ხალხის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე. ნაცვლად იმისა, რომ წინ წაწიონ ქვეყანა, დროს კარგავენ სკამებისთვის ბრძოლაში, ერის გაერთიანების ნაცვლად, ჩვენს გახლეჩასა და დაპირისპირების წაქეზებაზე არიან მიმართულნი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება