აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

კერძოდ, მედია აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემდგომი დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმების წინ წაწევას მას შემდეგაც, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებსაც ითვალისწინებდა.

კანონპროექტის მიღებას საჭირო 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი მინიმუმ 60-მა სენატორმა არსებითად უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული კენჭისყრა თებერვლის ბოლოს მოხდება, ვინაიდან შემდეგი კვირიდან სენატორები ორკვირიან არდადეგებში გადიან.

სენატიდან გასვლის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას, გადაეცემა, სადაც გაურკვეველია რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მაიკ ჯონსონი გაიტანს თუ არა მას კენჭისყრაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე