მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძეს - ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ, ყველანი მოგყვებით ბოლომდე

ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, შენზე მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ ყველანი მოგყვებით ბოლომდე, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების და ასევე ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ „ცხვრის ქურქში“ გაეხვია და კონსტრუქციული გახდა.

„ვილაპარაკოთ იმაზე, რა დაემართა ოპოზიციას. მაშინ, როდესაც ერთი მხრივ „ქართულ ოცნებაში“ ასე გადალაგდა ამბები, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, საპატიო თავმჯდომარე გახდა ჩვენი პარტიის, ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატია და ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა. ამათმა ამის საპირისპიროდ ის მოიფიქრეს, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდა კონსტრუქციული, ცხვრის ქურქში გაეხვია და ლეღვის ფოთლად აიფარა გახარიების და „ლელოს“ კრებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება