ირაკლი კობახიძე - მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება საკადრო ცვლილებები განხორციელდეს - მირჩევნია, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია

მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების დროს მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული გადაადგილებები ნორმალური მოვლენაა.

„გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ სავარაუდოდ ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური საკითხი, თუმცა მესმის, რომ არის საინტერესო. ორშაბათს, ალბათ, ტრადიციულად პირველი მთავრობის სხდომა გაიმართება.

რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალური, თუმცა ვნახოთ, შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი. სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილშიც. ეს არ არის პერსონალური თემა. ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, როცა იცვლება მთავრობის შემადგენლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე