ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია  კონსტიტუცია - თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის ძირითად კანონს, ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა გაუჭირდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა ის სამომავლოდ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას.

„თქვენ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ამ ყველაფერზე შესაბამისად აისახება. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, ნებისმიერ ადამიანს, თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს, ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა გაუჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება