ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის „ფეისბუქ-პოსტზე“ - თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს

თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შემდეგ კითხვას: ხომ არ თვლით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „პოსტი“ თქვენ მოგიძღვნათ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, FACEBOOK-ის პირად გვერდზე ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის, ნიკო ნიკოლაძის თხზულებიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკადრო ცვლილებებზეა საუბარი.

„ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ "ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან“...16 თებერვალი .....1890 ნიკო ნიკოლაძე (თხზულებანი, ტომი X)“, - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება