უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“კიდევ 10 უკრაინელია სახლში, უკრაინაში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალები. უმრავლესობა - მარიუპოლის მცველები.

ყველანი - ჩვენები, ყველანი - კვლავ მშობლიურ მიწაზე. ყოველ მამაკაცზე და ქალზე ვმუშაობთ და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველას არ დავაბრუნებთ!

ჩვენი გუნდი, რომელიც [ტყვეთა] გაცვლებზე მუშაობს, - მადლობას გიხდით შედეგისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, - წერს ზელენსკი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს