შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა.

„საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალ მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდით - საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ასევე, უფრო მეტად დაგვაახლოებს ქართველი ხალხის ოცნების საქართველოსთან, რომელშიც არ იქნება ოკუპაცია და სიღარიბე.

"0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო".

ვულოცავ ახალ პრემიერ-მინისტრს! მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს. საერთო ძალისხმევით ჩვენი სამშობლოსთვის წინ ბევრი გამარჯვება გველის!“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება