ირაკლი ჩიქოვანი - ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვიდგები ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის გვერდით, ვინც თავდაცვის ძალებში მსახურობს“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებთან.

მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა. ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, რომელიც 2030 წელთან მიმართებაში გვაქვს, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში, დირექტივებში, ბევრი შიდაუწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი, შესაბამისად, განვითარებას ამ დოკუმენტების მიხედვით გავაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა, მეორე მხრივ, განჭვრეტადობა განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის გუნდს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა 84 ხმით გამოუცხადა. ახალ გუნდში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში