ირაკლი ჩიქოვანი - ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით

ადამიანები, ვინც სვამდნენ კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, არ ისმენდნენ პასუხს და მხოლოდ საკუთარ კითხვებს აჟღერებდნენ. პასუხი მარტივია- ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რა შედეგიც აქვს საქართველოს ბოლო 10 წლის განმავლობაში, სწორედ ამ შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის.

„ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვის ძალებს ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აქვს და ზუსტად ამიტომაც არის, რომ ის შედეგები, რა შედეგებიც გვაქვს, განსაკუთრებით ის შედეგები, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო 10 წლის განმავლობაში, ზუსტად ამიტომაც არის, რომ ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა და მონდომება ნამდვილად არის დადასტურებული არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თვითონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ , - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე