ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და უკრაინა, ადრე თუ გვიან, შეთანხმებას მიაღწევენ

უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, ებრძოლონ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა მოლაპარაკებები უკრაინასთან და რატომ არ ყოფილა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად აქამდე. პუტინმა უპასუხა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები 2022 წელს თითქმის დასრულდა, მაგრამ კიევიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ყველა შეთანხმება უარყო.

”მან გაითვალისწინა დასავლეთის ქვეყნების - ევროპის, შეერთებული შტატების ინსტრუქციები, იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ საბოლოო გამარჯვებამდე,” - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების მიღწევა, რომ ადრე თუ გვიან მოსკოვი და კიევი შეთანხმებას მიაღწევენ და ხალხებს შორის ურთიერთობა აღდგება.

"ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მივალთ შეთანხმებამდე. და იცით რა? შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს დღევანდელ სიტუაციაში: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება", - განაცხადა მან. განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე