კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება - ის ძალიან კომპეტენტური ადამიანი და ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია

[ირაკლი კობახიძე] დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადალახვა შესაძლებელია.

„ირაკლი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, გულწრფელად მინდა მას პრემიერ-მინისტრობის რანგში მთავრობასთან ერთად წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, მან ისაუბრა გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება იმ შემართებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც გააჩნია ირაკლი კობახიძეს. დარწმუნებული ვარ, ყველანი, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ ხელმოწერას. კალაძის თქმით, მას არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე“.

„სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად, რომ გითხრათ, ძალიან არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, რადგან საზოგადოებაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. სალომე ზურაბიშვილი, რას ფიქრობს პარტიაზე, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონ სალომეს თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს არჩევნებზე გამოჩნდა, როცა ის მონაწილეობას იღებდა“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე