ხატია დეკანოიძე - კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?!

კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?! - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი გვარების შეცვლით არ იცვლება, რადგან მაინც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს.

„გუშინ თავად კობახიძის გამოსვლამ დაადასტურა ეს, როცა მან ალბათ, 10 ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, მშვიდობის, ეკონომიკის და ა.შ. რა საჭიროა ირაკლი კობახიძე, წულუკიანი და ა.შ. რაც შეეხება ხალხის ინტერესს, იქნება თუ არა ასახული, ერთ ტესტს მივცემდი კობახიძეს, ეს იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში გამოძიების დაწყება ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩარტერის საქმეზე, როცა მან საკუთარი ხარჯებით, რომელიც დეკლარირებული არაა, დაიქირავა ჩარტერი და შემდეგ ეს პენსიონერი მამის ფინანსური კაპიტალით აუხსნა საზოგადოებას”, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის ხელმოწერას, დეკანოიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია.

„მე ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ხელს არ მოაწერდა პრეზიდენტი. ეს რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მმართველობითი ფორმა, სალომე ზურაბიშვილის და კობახიძის ამ დაპირისპირებაში, იმპიჩმენტის პერიოდში, ვფიქრობ, ზურაბიშვილი გაცილებით კარგად წარმოჩნდა”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია