გიორგი ვაშაძე - საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია - საზოგადოებამ დაინახა, როგორ არის აცდენილი ივანიშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხს და მის პრობლემებს

საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია - საზოგადოებამ დაინახა, როგორ არის აცდენილი ივანიშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხს და მის პრობლემებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა მაშინ, როცა ქვეყანაში ნომერი პირველი პრობლემა უმუშევრობაა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს იმ საერთაშორისო კომპანიების ქვეყანაში შემოყვანით, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ და ალტერნატიულ ადგილს ეძებენ რეგიონში.

„დღეს შემხვდა ერთი განცხადება, რომელიც ძალიან კარგად ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაც საქართველოშია: “ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ექსპორტში საკუთარი მოსახლეობა გააქვს”. ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ეკონომისტს ერიკ რეინარტს. ვფიქრობ, მთელი კვირის მანძილზე, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორი აცდენილია ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად ქართველ ხალხს და მის პრობლემებს. პირველი პრობლემა საქართველოში უმუშევრობაა და ამაზე კითხვა არაერთხელ დაისვა, თუ როგორ აპირებს კობახიძე სამუშაო ადგილების შექმნას, პასუხია იგნორირება, ციფრებით მანიპულაცია, ცინიზმი, ესაა ივანიშვილის პარტიის ხელწერა. დღეს საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია, რომლიდანაც ყველამ უნდა დავიხსნათ თავი. სამწუხაროდ, როგორც კობახიძემ თვითონ თქვა, კმაყოფილია დღევანდელი მდგომარეობით, მოსწონს ის ტემპი, რაც დღეს არის ქვეყანაში და არაფრის შეცვლას არ აპირებს. სამასი კომპანია გავიდა რუსეთიდან სანქციების შემდეგ: "გუგლი", "ეფლი", "ამაზონი," "მერსედერსი", "ფოლკსვაგენი", "ნისანი", რომლებიც ეძებენ ალტერნატიულ ადგილს ჩვენს რეგიონში, საქართველო მათთვის არის სუპერ, რადგან კანდიდატი ქვეყანა ვართ, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან. აზერბაიჯანში რომ წავიდა "გუგლში", სომხეთში, თურქეთში გადავიდნენ კომპანიები, რატომ არც ერთი არ შემოვიდა საქართველოში, ეს რომ ვიკითხე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიპასუხა, რუსეთიდან გამოსულ კომპანიებს არ უნდა გავეკიდოთო”, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე