„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან, ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე 100-ამდე ბიზნესმა შექმნა, რომელთა შორის არიან სავაჭრო, სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტები.

ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა მომხმარებელს მობილბანკიდან და ინტერნეტ ბანკიდან შეუძლია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, „საქართველოს ბანკის“ 1.4 მილიონ მომხმარებელს მიაწვდინოს ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.

ინფორმაციის თანახმად, ციფრულ სასაჩუქრე ბარათს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

მისი შეძენა ნებისმიერ დროს, ციფრულადაა შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. ბარათში გადახდილი თანხა კი ბიზნესს დაუყოვნებლივ ერიცხება;

ბიზნესებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერიდან, სრულად ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში და განსაზღვრონ: თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი;

კომპანიებს ბიზნეს მენეჯერში წვდომა აქვთ გაყიდული სასაჩუქრე ბარათების ანალიტიკაზე, შესაბამისად, შეუძლიათ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

სასაჩუქრე ბარათები ბიზნესებს ეხმარება ცნობადობის ამაღლებაში, გაყიდვების ზრდასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში.

აღსანიშნავია, რომ მობილბანკში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სასაჩუქრე ბარათები, მათი შეძენა და გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, მუდმივად ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ასზე მეტმა ბიზნეს მომხმარებელმა უკვე გამოიყენა ახალი შესაძლებლობა და შექმნა სასაჩუქრე ბარათები, შედეგად კი მიწვდა ახალ მომხმარებლებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, ბიზნესებს ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეუძლიათ. ბიზნეს მენეჯერში შესვლა კი შესაძლებელია იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში გამოიყენება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს..

მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია „საქართველოს ბანკის“ პირველი ტერმინალი მარტივად, ონლაინ მოითხოვოს.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას