მიხეილ სარჯველაძე - ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციის რიგით წევრად

ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციის რიგით წევრად - გადადგება და ოპოზიციის ლიდერობაზე ექნება პრეტენზია თუ დარჩება და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის მოემზადება, ძნელი გამოსაცნობია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკოსების შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ახლა პრეზიდენტი სამომავლო პოლიტიკური კარიერის შემზადებას ცდილობს.

„პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციის ფლანგზე გახდეს მათი მხარდამჭერი, ლიდერი და შეიმზადოს სამომავლო პოლიტიკური კარიერა, ესაა მისი მოტივაცია. როგორ გადაწყვეტს და რა ტაქტიკური ხერხები ექნება, გადადგება და ოპოზიციის ლიდერობაზე ექნება პრეტენზია თუ დარჩება და შემდეგ რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის მოემზადება, ეს წინასწარ ძნელი გამოსაცნობია. სამწუხაროდ, ის დიდი ხანია იქცა ერთ-ერთ რიგით წევრად და ამით ყველაზე მეტად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რადგან გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ამ ინსტიტუტისთვის არათავსებადია. აქვს ამბიცია და ამბობს, რომ უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია,“- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე, ასევე, ოპოზიციურ ფლანგზე შესაძლო გაერთიანებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მექანიკური“ და „უპრინციპო“ გაერთიანებები წარმატების საწინდარი ვერ გახდება.

„შეცდომას უშვებს ოპოზიცია, როცა უპრინციპო და ამორფული გაერთიანებების გზით აპირებს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას. საზოგადოების ანტიპათია მატულობს ასეთი ტიპის გაერთიანებების მიმართ. ნუ ექნება ნურავის დიდი მოლოდინი და ამბიცია, რომ ოპოზიციისთვის რაიმე სერიოზული წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს სრულიად მექანიკური, გაუაზრებელი გაერთიანებები,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება