„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს - ჩნდება განცდა, რომ პრივილეგირებული ადამიანების ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული

საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ამ ქვეყანაში მწვანე შუქი აქვს ანთებული“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კორუფციის რუკას წარმოადგენს, სადაც დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოლო 10 წელიწადში, ჯამურად, 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან.

კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ამ ქვეყანაში მწვანე შუქი აქვს ანთებული.

დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სხვადასხვა დროს იკვლევდა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.

რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება: აჭარა - 736 469 823 ლარი; კახეთი - 421 000 000 ლარი; სამცხე-ჯავახეთი - 409 441 633 ლარი; შიდა ქართლი - 353 199 362 ლარი; იმერეთი - 131 994 071 ლარი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 96 703 744 ლარი.

კორუფციის რუკაზე ნახავთ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“: ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს - იოსებ მაკრახიძე, ენზელ მკოიანი, ჯუმბერ იზორია. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები, მათ შორის სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიის სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები.

თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან:

დიმიტრი თათეშვილის კომპანია „არალი“ ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებს ახორციელებს აბასთუმანში და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ, მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან 363 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის 65% ბოლო 2 წელიწადზე მოდის.

ე.წ. „კახური კლანის“ შემადგენელია კომპანია „სერპანტინი“, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებით 254 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. კომპანიას დღეს ხელმძღვანელობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, გიორგი ზედელაშვილი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია.

ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის და მისი მამის, საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ამ თანხის 74%-ზე მეტი - უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.

გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო 335 638 719 ლარი.

ამ და სხვა კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი ჩართულობა მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაში ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში.

კორუფციის რუკა პირველად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შევთავაზეთ საზოგადოებას. მაშინ დაჯამებულმა თანხამ 665 მილიონი ლარი შეადგინა. განვლილ 2 წელიწადში, ჩვენი რეგიონული ოფისების მიერ შესწავლილი სავარაუდო კორუფციული შესყიდვების ოდენობა თითქმის მილიარდნახევარი ლარით გაიზარდა.

ამდენად, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში