უკრაინის ელჩი - უკრაინა რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, კიევი სამხედრო ტექნიკის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის და იმედი აქვს, ამერიკელი კანონმდებლები ჩიხის გარღვევას და უკრაინის დახმარების მხარდაჭერას შეძლებენ.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს საკმარისი ხალხი, ვისაც ბრძოლა სურს - ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რადგან ჩვენ ხომ საკუთარ სახებს ვიცავთ, მაგრამ გვიმთავრდება სამხედრო ტექნიკა, განსაკუთრებით რაკეტები და ჩამჭრელები,“ - აღნიშნა მარკაროვამ.

ამასთან, ის მიესალმა სენატში პროცედურული გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის შემდგომი განხილვის მიზნით.

„ძალიან გამიხარდა იმის მოსმენა, რომ გადაწყვეტილებამ მიიღო ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ საბოლოო არ არის, მაგრამ პირველი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ამ მხარდაჭერის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს