ხატია დეკანოიძე - უნდა გვესმოდეს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპზეა საუბარი - პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, როცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცალსახად არ შესრულდება?

უნდა გვესმოდეს, რომ აქ ვენეციის კომისიაზე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპზეა საუბარი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი 2024 წლის კონტექსტში, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას - პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცალსახად არ შესრულდება? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ხატია დეკანოიძემ ცვლილებათა პაკეტის წარმდგენი უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს კითხვით მიმართა, როგორ შეიძლება ცვლილებათა პაკეტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეესაბამებოდეს.

„ბატონო გივი, ცოტა ვერ გავიგე თქვენი პათოსი: „არ გავცემ კითხვებს პასუხს“,- ჩვენ პარლამენტში ვართ და ნებისმიერი კითხვა უნდა დაისვას. ჩვენ კითხვები გვაქვს. მათ შორის ოპოზიციას როდესაც საყვედურობთ, უნდა გვესმოდეს, რომ აქ ვენეციის კომისიაზე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპზეა საუბარი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი 2024 წლის კონტექსტში, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ამიტომ, პირველ მუხლზე სწორედ ეს შეკითხვა მექნება, როგორ შეიძლება ეს მუხლი, მათ შორის, ისევე, როგორც ცვილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეესაბამებოდეს? თქვენ თქვით ასეთი რამ, რომ მე კითხვა დავუსვი ვენეციის კომისიას, რომ რომელიმე ქვეყანაში თუ არის სადმე ევროკავშირშიო და ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიის ის გამოწვევები არ არის, რაც საქართველოშია. ის მმართველობითი ფორმა, რომელიც საქართველოშია, არ არის ევროკავშირის ქვეყნებში, არის დემოკრატიული მმართველობა. ამიტომ, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცალსახად არ შესრულდება, მათ შორის, ამ მუხლთან დაკავშირებითაც ვამბობ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე