რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მთავარი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ცესკოს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს - წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად შესაბამისი ბერკეტები ხელიდან ეცლებათ

ოპოზიციის მთავარი წუხილი და ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ცესკოს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს - ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღელვებს, რადგან წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად შესაბამისი ბერკეტები ხელიდან ეცლებათ, - ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

როგორც იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის რაც რეალურად ოპოზიციას სურს, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზებასთან კავშირში არ არის.

„ხშირად არის როცა დასავლურ პრაქტიკაზე მიუთითებენ. სადმე თუ არსებობს პრეცედენტი, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირი პარტიული პირი იყოს?! ეს არის წუხილი რაც ოპოზიციას გააჩნია, რასაც არც დემოკრატიულ პროცესებთან, არც სამართლიან და კონკურენტუნარიანი არჩევნების ორგანიზებასთან კავშირი არა აქვს. ამის საპირისპიროა ყველაფერი ის, რის გამოც პოლემიკაში შემოდიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება