ნიკა მელია - ვაწარმოებ ორ პარტიასთან მოლაპარაკებას, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ საარჩევნო ნომრით დაგვეხმარება - ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევაზე არ ვსაუბრობთ

ნებისმიერი ტიპის გაერთიანება - პარტიული, პარტიებს შორის, თვითმიზანი და მიზანი არ არის. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მიზნის მიღწევის შესაძლებლობა და საშუალება - საუბარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მელიას თქმით, ის აქტიურ პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„მე კომუნიკაცია პრაქტიკულად ყველა მოქმედ პოლიტიკოსთან ოპოზიციაში მაქვს და საუბარი მომავალშიც მექნება, საუბარი წარსულში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მქონდა, კერძოდ, სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევის თაობაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის ნებისმიერი ტიპის გაერთიანება - პარტიული, პარტიებს შორის, არ არის თვითმიზანი და მიზანი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მიზნის მიღწევის შესაძლებლობა და საშუალება. საუბარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევაზე. ჩემთვის ყველასთან არის შესაძლებელი საუბარი, კონსულტაციები, დიალოგი. თუმცა, ამოსავალი წერტილი და პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ხალხის ინტერესი გატარება და ასახვა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას”, არ ვსაუბრობ მათზე. ყველამ გასაგებად ჩემგან წლინახევრის განმავლობაში გაიგო, ჩემი პოზიცია არის ცნობილი, რომ მდომოდა კეზერაშვილის პარტიაში ყოფნა, ვიქნებოდი იქ. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას” ვუსურვებ, რომ კეზერაშვილის გავლენისგან და კონტროლისგან გათავისუფლებულიყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მართალი ხალხის ერთობა და ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ადამიანების ერთობა. ვფიქრობ, რომ გვარამიას აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში მისასალმებელია, მას რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ და ნებისმიერ ადამიანს, ვინც წვრილს შეიტანს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში”, - აღნიშნა მელიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის მართავს ორ პარტიასთან მოლაპარაკებას, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შესაძლოა არ აპირებენ და რომელთაც შეუძლიათ საარჩევნო ნომერი მას დაუთმოს.

„მე პირადად ვაწარმოებ რამდენიმე არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებას, ვისაც გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა საარჩევნო ნომრის სახით და ისინი არ აპირებენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომ ამ ტიპის დახმარება მათ ჩვენ აღმოგვიჩინონ. ეს არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხები. ამ ეტაპზე, ორ კონკრეტულ პარტიასთან მაქვს მოლაპარაკება”, - განაცხადა მელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე