BTU-ში GeorgiAI-ს პრეზენტაცია გაიმართა

GeorgiAI - მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს. GeorgiAI განთავსებულია GPTstore-ზე. GPTstore გახ­ლავთ OpenAI-ის GPT Builder, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა გლო­ბა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სფე­როს­თვის.

საინფორმაციო ფონდის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა.

GeorgiAI გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც „პალიტრა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეიქმნა და მოიცავს როგორც მოცულობით, გაციფრულებულ საარქივო მასალას, ისე მიმდინარე ინფორმაციას საქართველოს და მსოფლიოს შესახებ. ის აგენერირებს ინფორმაციას გადამოწმებული, სანდო წყაროებიდან, მათ შორის: ოფიციალური დოკუმენტებიდან, დეტალური მიმოხილვებიდან საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკის, ბიზნესის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროების შესახებ.

ამ დროისთვის მილიონობით ტექსტური მასალა, ინიციატივის განმახორციელებლების მიერ უკვე განთავსებულია GPTstore-ზე. ქართულენოვანი მასალა, ფონდში ეტაპობრივად განთავსდება.

ციფრული საინფორმაციო ფონდის გამოყენება მნიშვნელოვანწილად ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას, შექმნილია საქართველოს შესახებ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის სწრაფად მოძიებისთვის, ეტაპობრივად ივსება მოცულობითი საარქივო მასალებით, რომლის ციფრული ვერსია ამ დრომდე ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვება, არის საიმედო და მოცულობითი რესურსების ერთიანობა. GeorgiAI ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების გარშემო სანდო ინფორმაციას აგენერირებს და დაინტერესებული მხარეებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ბაზა აერთიანებს როგორც მიმდინარე, ისე საარქივო მასალას.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია