მიხეილ სააკაშვილი - მოქმედი პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია

არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „შენობაში[პრეზიდენტის სასახლეში] ერთი და იმავე ხალხთან შეხვედრა, ცოტა ერთ წრეზე სიარულს ჰგავს გვერდიდან როცა უყურებ".

„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას. ერთადერთი ჩემი აზრი არის, რომ ახლა დისკუსიის და უბრალოდ საუბრის დრო არ არის. ახლა დროა საქმეზე გადასავლის, კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატების წარმომადგენლების მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაციები ცუდია, ეს არაფერს გვაძლევს. უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები იმაზე, თუ ჩვენ რას ვაკეთებთ. მარტო ლაპარაკი, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს, არაფერს გვაძლევს. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები. ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი. შენობაში ერთი და იმავე ხალხთან შეხვედრა ცოტა ერთ წრეზე სიარულს ჰგავს გვერდიდან როცა უყურებ. ფართო თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“,- მიმართა სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს