ექიმი ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ მამაკაცზე - ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყსა და ზემო კიდურზე - პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილი 26 წლის მამაკაცი კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული.

„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა“, - განაცხადა რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე