ისრაელის თავდაცვის ძალები - ხან იუნისში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ბრძოლა გრძელდება და „ჰამასის“ უჯრედების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა.

თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სამხრეთში, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში, კომანდოს ბრიგადა მოქმედებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებს.

ისრაელი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში, ხან იუნისში „ჰამასის“ 20-მდე წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ამასთან, ხან იუნისში ისრაელელმა სამხედროებმა დაარტყეს რამდენიმე შენობას, რომლებიც, მათი მტკიცებით, დანაღმული იყო, ასევე „ჰამასის“ რამდენიმე ობიექტი დაარბიეს და იარაღი და აღჭურვილობა ამოიღეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ბეიტ ლაჰიაში, სადაც „ჰამასის“ პოზიციის მახლობლად შეიარაღებული პირები დააფიქსირეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება