განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ.

მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ხელახლა გამოსაცხადებლად, საჭიროა საგრანტო დებულების და კომისიის მიერ კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვალში. განაცხადების მიღების ვადად განსაზღვრულია 14 კალენდარული დღე, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი. ამასთან, კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება საგრანტო დაფინანსების ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური, კვალიფიციური წევრებისაგან. მათ შორის, იქნებიან: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის და სხვა.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე