ალექსანდრ სირსკი - მხოლოდ ცვლილებებით და ბრძოლის საშუალებების გაუმჯობესებით შევძლებთ გამარჯვების გზაზე წარმატების მიღწევას

მხოლოდ ცვლილებები და ბრძოლის საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას გამარჯვების გზაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, დღის წესრიგში ახალი ამოცანებია დასახული.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამხედრო სამეთაურო ორგანოების, ფორმირებების, შენაერთებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ფრონტის საჭიროებების გათვალისწინებით”, - აღნიშნავს სირსკიმ.

მისი თქმით, შტაბის ამოცანაა ფრონტის ყველა საჭიროების ცოდნა და სიტუაციის დაუფლება მის თითოეულ მონაკვეთზე.

„სწორედ სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოების პერსონალის კვალიფიკაციაა გადამწყვეტი გეგმების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისთვის“, - აცხადებს სირსკი.

მისი თქმით, უკრაინის არმიის მთავარი ღირებულებაა სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საბრძოლო მისიების განხორციელებასა და ქვედანაყოფებისა და საბრძოლო ნაწილების აღდგენას შორის, სწავლებისა და მომზადების გააქტიურებით.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა