ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ბრალდების პოლიტიკურ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა

საპარლამენტო განხილვისას მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, წარმოდგენილი ბრალდების პოლიტიკურ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განცხადებები არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომ მომავალში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა, მსგავსი, კანონით მისთვის მინიჭებული, უფლებით სარგებლობის.

„გუშინ საპარლამენტო განხილვის დროს, ერთ-ერთმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ჩართვასთან დაკავშირებით, რაზეც ირაკლი კობახიძემ განცხადება, რომ სასამართლო სხდომებზე ჩართვა, თითქოს, კანონის დარღვევაა. ბრალდებები იყო პირდაპირ სასამართლოს მიმართ. ეს სასამართლო პრივილეგირებულია, თითქოსდა, ყოფილი ხელისუფლების ან დაცვის მხარის მიერ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო - საპარლამენტო განხილვისას მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, წარმოდგენილი ბრალდების პოლიტიკურ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, მოცემული საქმის ფარგლებში პირველად ხდება, რომ, თითქოსდა, სასამართლოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მიწევს. როგორ შეიძლება მოცემული საქმის მიმდინარეობისას სასამართლოს მიმართ არსებობდეს ხელისუფლების მხრიდან პრეტენზიები, თითქოსდა, დაცვის მხარესთან არის რაღაც დაკავშირებული და სასამართლოს შემადგენლობა მიხეილ სააკაშვილს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდეს. ის, რომ სასამართლო აძლევს ბრალდებულს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება სასამართლო პროცესებს, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას, ეს არის სასამართლოს მხრიდან კანონის სწორი გამოყენება და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს არის სასამართლოს მხრიდან ბრალდებულის რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. მითუმეტეს, როცა ამ საქმეზე ბრალდების შინაარსი პოლიტიკური შემადგენლის მატარებელია თავიდან ბოლომდე. საუბარია აქციებზე, ბადრი პატარკაციშვილზე, მის ქონებებზე, საუბარია ტელემედიაზე. საქმის შინაარსიც თავიდან ბოლომდე, ბრალდების კონსტრუქციაც აგებულია პოლიტიკურ მოვლენებზე. სასამართლოს დადანაშაულება ამ მიმართულებით დიდი უსამართლობაა და ერთგვარი წნეხიც სასამართლოზე, რომ ამგვარი პრეცედენტები, რაც სასამართლომ დაამკვიდრა, მომავალში იქნას შეზღუდული. ეს ნათქვამია უმაღლესი ტრიბუნიდან, ირაკლი კობახიძის მიერ. ეს განცხადებები თავისი არსით, რა თქმა უნდა, არის ამ საქმეზე პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტიკური ბრალდების გაგრძელება და ამავე დროს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომ მომავალში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა, მსგავსი, კანონით მისთვის მინიჭებული, უფლებით სარგებლობის“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს. მას აინტერესებს, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში.

კობახიძის თქმითვე, არასწორია სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური გამოსვლის პლატფორმად და კითხვა უნდა დაისვას, ვისგან იღებს მსგავს პრივილეგიებს მოსამართლე, რომელიც ამას უშვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში