ანა წითლიძე - სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი 600 000 პერსონალური ხმა აქვს, ციხეში იქნება

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, რომელსაც აქვს 600 000 პერსონალური ხმა ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი, ციხეში იქნება და არ ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიის ჩატარების, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის” მთავარი ლიდერია.

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ლიდერი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის”. გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობა არის ძალიან დიდი უსამართლობა და ამას არანაირი სამართლებრივი მოტივი არ აქვს, აქვს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულოს. დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური უსამართლობა, ეს არის ასევე ეკონომიკური შესაძლებლობის და სარგებლის დაკარგვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” პირობებში საქართველოს მოქალაქეები გარბიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

ჩვენ ვიცით, რომ “ქართულ ოცნებას” ყოველთვის უნდა, დაბრკოლება შექმნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთოს აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 9 პუნქტიდან ერთ-ერთი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, რომელსაც აქვს 600 000 პერსონალური ხმა ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი, იქნება ციხეში და შესაძლებლობა არ ექნება საარჩევნო კამპანიის ჩატარების. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის” მთავარი ლიდერი”, - განაცხადა წითლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია